აშშ-ს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააძლიერა ზეწოლა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე, რათა დონალდ ტრამპი ჩამოაშორონ თეთრი სახლს, ტრამპის როლის გამო, რომელიც მან ითამაში კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების შტურმის დროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კანონმდებლობისგან ელიან დადგენილების მიღებას, რომლის მიხედვითაც პენსი მოითხოვს 25-ე შესწორების გამოყენებას,რომლის საფუძველზეც ჩაითვლება, რომ დონალდ ტრამპს "არ შეუძლია" მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
როგორც ცნობილია,ვიცე-პრზიდენტი პენსი, ამ იდეის წინააღმდეგია. იმ შემთხვევაში, თუ მაიკ პენსი უარს იტყვის შესწორების გამოყენებაზე, მაშინ დემოკრატი ლიდერები მიიღებენ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას.
რესპუბლიკელი პრეზიდენტი, დემოკრატებმა და რესპუბლიკელების მზარდმა რაოდენობამ დაადანაშაულეს არეულობაში მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოუწოდა მხარდამჭერებს კაპიტოლიუმში შეჭრისკენ, მოწოდების ფონზე მან, გაიმეორა დაუსაბუთებელი ბრალდებები ხმების გაყალბების შესახებ. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კაპიტოლის პოლიციის თანამშრომელი.
ტრამპს ჯერ არ გაუკეთებია საჯარო განცხადებები, მას შემდეგ, რაც მისი პირადი ანგარიში სოციალური ქსელებიდან დაბლოკეს.
სოც ქსელებში დაბლოკვის შემდეგ ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს.