თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
„თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ეს იქნება მეორე არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის 28 აგვისტოდან .