არგენტინაში მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს

არგენტინაში, მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს. 

„დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაში ვართ. თვის შუა რიცხვებში ხელფასი ქრება და არ გვყოფნის“- განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია 90%-ს მიაღწევს, რაც მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს. ხელისუფლება, მცდელობის მიუხედავად, ფასების შენარჩუნებას ვერ ახერხებს.