რუსებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან ხვდებიან წარწერით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში“. ფოტო

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში“, რუსებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან ამ წარწერით ხვდებიან.

„ფოტო ფაქტი ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელის რეფატ ჩუბაროვის გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ყირიმში წელს უკვე იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება.

„აქტიურად ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ჩვენი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე. წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.