ლიეტუვის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო გემი კლაიპედის პორტში შევიდა

აშშ-ის სადესანტო ხომალდი USS Kearsarge, აშშ-ის საზღვაო ქვეითების 22-ე საექსპედიციო ნაწილის სამეთაურო ხომალდი ლიეტუვაში ჩავიდა. ამის შესახებ საზღვაო ძალებმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.

გემი კლაიპედის პორტში 20 აგვისტოს შევიდა. ეს არის ყველაზე დიდი ხომალდი, რომელიც ოდესმე ჩასულა ლიეტუვაში.