ალექსანდრ დუგინი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის შეტევა აქვს.
შეგახსენებთ, მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს.
მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული.
უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.