ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის 54-ე წლისთავზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის დახმარების მოწოდებით გამოვიდნენ.
პეტრ ფიალამ და ედუარდ ჰეგერმა განაცხადეს, რომ დღეს, როდესაც რუსული ტანკები უკრაინის მიწაზე მარშირებენ, მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, გავიხსენოთ 1968 წლის აგვისტო და ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად.
„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ მხარს ვუჭერთ საკუთარ უსაფრთხოებას. არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა.
„ისტორიის გახსენებით, ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ ეს ისტორია აღარასოდეს განმეორდეს“, - დაამატა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.