ეპიდემიოლოგი: საფრანგეთმა უნდა განიხილოს დიდ ბრიტანეთთან საზღვრების ჩაკეტვა

საფრანგეთმა, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან, სადაც ახალი შტამის საგრძნობი რაოდენობა შეინიშნება, საზღვრები უნდა ჩაკეტოს. ამის შესახებ განაცხადა, საფრანგეთის ეპიდემიოლოგმა და სახელმწიფო მრჩეველმა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ საზღვრის ჩაკეტვაზე გარკვეულ ქვეყნებთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთთან და ირლანდიასთან“- ამის შესახებ განაცხადა არნო ფონტანეტმ, საფრანგეთის მრჩეველმა, Covid-19 -ს საკითხებში. მისი თქმით, ” საკითხი არის დღის წესრიგში, ეს სამეცნიერო საბჭოს გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ამ საკითხის წამოწევა გვინდა.”

საფრანგეთის ხელისუფლებამ, 10 იანვარს განაცხადა, რომ ვირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი საფრანგეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის პორტში,მარსელში აღმოაჩინეს.

”ახალი COVID ვარიანტი თითქმის ახალი ეპიდემიაა, ეპიდემიის ფარგლებში,” - თქვა ფონტანეტმა.

ფონტანეტმა ასევე თქვა, რომ ეპიდემიის კონტროლის მიზნით, მარტამდე საფრანგეთში 10–15 მილიონი ადამიანის აცრაა საჭირო,ივნისის ბოლომდე კი, ეს ციფრი 25-დან, 30 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, სასურველი შედეგის მისაღწევად.

იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს.