გერმანია უკრაინას 255 მართვად საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიჰყიდის - მედია

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ცნობით, Vulcano გერმანიისა და იტალიის თავდაცვის საწარმოებმა ერთობლივად შექმნეს და ამ დროისთვის „მსოფლიოში ყველაზე ზუსტ საარტილერიო დანადგარად“ მიიჩნევა და სამიზნის განადგურება 70-80 კილომეტრის სიზუსტით შეუძლია. 

საგულისხმოა, რომ მართვადი საარტილერიო დანადგარი Vulcano არ არის ბუნდესვერის შეიარაღებაში და გერმანია უკრაინას, საარტილერიო დანადგარს პირდაპირ საწარმოო ხაზიდან მიაწვდის. 

მანამდე, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა.