შავი ზღვის გაზის საბადოზე აქტიური მუშაობა გრძელდება - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა, შავი ზღვის თურქულ სექტორში, ქვეყნის უდიდესი ოფშორული გაზის საბადოს, საკარიას განვითარებაზე აქტიური სამუშაოების გაგრძელების შესახებ განაცხადა.
„ორი წელი გავიდა გაზის საბადოს აღმოჩენის მნიშვნელოვანი თარიღიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თურქი ხალხის ნათელი მომავლისთვის. დღეს ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თურქეთში გაზი ყველა მომხმარებლებს მიეწოდება. პროექტის განსახორციელებლად აქტიური ნაბიჯები გრძელდება“, - აცხადებს მინისტრი.

საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს.

მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. 

თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.