ნატალია ვოვოკს, რომელსაც ფედერალური სამსახური, მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, უკრაუნულ „აზოვის“ პოლკთან დაკავშირებული არ არის. ამის შესახებ, განცხადება „აზოვის პოლკის“ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
„ეგრეთ წოდებული დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში „აზოვის“ მონაწილეობის დადასტურებას ცდილობენ, ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა „იაროშის“ მორიგი სავიზიტო ბარათი. ტერორისტული აქტში დადანაშაულება თავისთავად არის „აზოვის“ ხალხის წინააღმდეგ "ტრიბუნალის" მომზადება. ბოლოს და ბოლოს, ამ გზით რუსეთი თავისი მოქალაქეებში ამკვიდრებს საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლო პროცესის „აუცილებლობის“ შესახებ“, - ნათქვამია „აზოვის“ პოლკის განცხადებაში.
მანამდე რუსულმა პროექტმა NemeZida-მ, რომელიც უკრაინის უშიშროების ძალების მონაცემებს აქვეყნებს, გამოაქვეყნა ოფიციალური პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ვოვკს ეკუთვნის.
მოწმობაში ნათქვამია, რომ ვოვკი მსახურობდა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში და ეკუთვნოდა მარიუპოლის 3057 სამხედრო ნაწილს, ვიდრე ქალაქი რუსულმა ჯარმა არ დაიპყრო ამ შენაერთში შედიოდა „აზოვის“ პოლკიც.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო.
ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.