პუტინმა სიკვდილის შემდეგ დარია დუგინა, მამაცობის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა მამაცობის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

განკარგულების ტექსტის მიხედვით, დუგინა დაჯილდოვდა, როგორც „ცარგრადის“ კორესპონდენტი - „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავდადებისთვის“.

მანამდე 22 აგვისტოს პუტინმა მწუხარება გამოთქვა დუგინას გარდაცვალების გამო.

რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილია. უკრაინა უარყოფს მის სიკვდილში მონაწილეობას.