ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ კიევში ირლანდიის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ RTE იტყობინება. საელჩო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დისტანციურად ფუნქციონირებდა და ახლა იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოს საკონსულო დახმარება.
17 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში 55 დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მუშაობა უკვე განაახლა.