სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს.
აქედან გამომდინარე, აშშ-ის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა, კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუ ეს უსაფრთხოა.
ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის დარტყმები უკრაინაში მუდმივ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
პოტენციური თავდასხმის შესახებ უკრაინული მხარე რამდენიმე დღეა, საუბრობს. ქვეყანა დღეს დროშის, ხვალ კი, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.