თურქეთი ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ თურქეთი დგამს ნაბიჯებს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს.
„მაგალითად, სომხეთში ფრენების აღდგენა და ა.შ. ზოგიერთი ნაბიჯი გადაიდგა ვაჭრობის სფეროში. არ არის რეალური მიდგომა, რომ ეს პროცესი, რომელსაც ვაწარმოებთ, განიხილებოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესისგან განცალკევებით. მუდმივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში შეიძლება, მიღწეული იყოს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებით. აზერბაიჯანმა ეს შეთავაზება გააკეთა, სომხეთმა არ უპასუხა. საზღვრის საკითხებზე ერთობლივი კომისია შეიქმნა, ეს პროცესი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.