სლოვაკეთი უკრაინას 30 T-72 ტიპის ტანკს მიაწვდის. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Business Insider-ის წყაროების ცნობით, გერმანია წელს სლოვაკეთს 15 მთავარ საბრძოლო ტანკს, თანამედროვე ტიპის Leopard 2-ს გადასცემს. სანაცვლოდ, სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა პერიოდის 30 ტანკს გაგზავნის. გაცვლის შესახებ სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება.
Т-72 „ურალი“ მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკია. შედიოდა საბჭოათა შეიარაღებაში, 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ, ქვემო ტაგილში. T-72 შედის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყსა და სირიაში.
განახლება
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ამ დროისთვის სლოვაკეთი „არ განიხილავს T-72 ტანკების გაგზავნას უკრაინაში“. ამის ნაცვლად, სლოვაკეთს შეუძლია, 30-ზე მეტი BVP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანა მიაწოდოს უკრაინას და სანაცვლოდ მიიღოს 15 Leopard 2 ტანკი, საჭირო საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები გერმანიიდან.