თუ ევროკავშირი მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით აკრძალვას არ აამოქმედებს, ბალტიის ქვეყნებმა, ფინეთმა და პოლონეთმა შესაძლოა, რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
რუსებისთვის ვიზების გაცემის რეგიონალური აკრძალვის საკითხს, ხუთი ქვეყნის მინისტრები მომავალ ორშაბათს გეგმავენ. ლანდსბერგისის განცახდებით, გამოყენებული იქნება საერთო ნორმები, რათა აკრძალვა მხოლოდ ტურისტებს შეეხოთ და ამ ქვეყნებში დისიდენტებმა შესვლა შეძლონ.
„რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ ევროკავშირში, მათი ქვეყანა ჩადის გენოციდს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსაზღვრე ხუთი ქვეყნიდან შედიან, რადგან სანქციების გამო რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე პირდაპირი ფრენები აიკრძალა.
ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.