მოკავშირეთა მებრძოლებმა, ბომბდამშენებმა და დამხმარე თვითმფრინავებმა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარეს.
NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის განცხადებით, მოკავშირეთა თვითმფრინავების ასეთი განლაგება ადასტურებს ალიანსის უნარს, რეაგირება მოახდინოს ევროატლანტიკურ ზონაში, NATO-ს ქვეყნებში ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე.
წვრთნებში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა თვითმფრინავები სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან.
შორ მანძილზე ოპერაცია, რომელსაც მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ხელმძღვანელობდა, სლოვაკეთის თავზე განხორციელდა, სადაც მრავალი მოკავშირე თავის მხრივ, შიდა ბაზებიდან დაფრინავდა.
მონაწილეებმა ისარგებლეს ძირითადი ერთობლივი ტრენინგით, მათ შორის იყო ზუსტი დარტყმის შესაძლებლობების გამოყენება, ალიანსის თავსებადობის გაძლიერება და მზადყოფნის გაუმჯობესება.
ეს არის პირველი მისია USAF B-52-ის ბომბდამშენებისთვის, რომლებიც 18 აგვისტოს ევროპაში, კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფის როტაციის მიზნით ჩავიდნენ. ისინი მოკავშირეებთან ერთად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებენ.
ამ რთული მრავალეროვნული მისიის მიზანია NATO-ს ძალების მომზადება საფრთხის გარემოში მოქმედებისთვის, რაც უზრუნველყოფს პოტენციურ აგრესიაზე ქმედუნარიან და სარწმუნო პასუხს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობის ფონზე. ალიანსი განმარტავს, რომ წვრთნები NATO-ს საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების დაცვით ჩატარდა.