კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსეთის 62 მოქალაქესა და ერთ საწარმოს, რომელიც თავდაცვის სექტორში საქმიანობს, სანქციები დაუწესა. 

ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, დღეს ყირიმის პლათფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ჩვენ ვუწესებთ სანქციებს დამატებით 62 პირს და თავდაცვის სექტორის ერთ ორგანიზაციას, რადგან ისინი იყვნენ თანამონაწილეები რუსეთის უკანონო შეჭრაში უკრაინაში და უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმებში“, - თქვა ტრიუდომ. 

ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცახდა, რომ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, სანქციები რუსეთის 1 750 ფიზიკურ პირსა და კომპანიებს დაუწესა.