კანადამ უკრაინაში ომის საპასუხოდ, რუსეთიდან ოქროს საქონლის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა.
- იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა
- Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
- რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი
კანადა კრძალავს ნედლი და ნახევრად მზა ოქროს, ოქროს ფხვნილის, მონეტის ოქროსა და ოქროს სამკაულების იმპორტს.
შეერთებული შტატების, კანადის, ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობლივი სურვილი რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ, ივნისის ბოლოს G7-ის სამიტზე გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ასევე 7 ივლისს კანადამ სანქციების სიაში დაამატა, რუსეთის 29 მოქალაქე და 15 კომპანია. მათ შორის Roskomnadzor-ი, პატრიარქი კირილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და პროპაგანდისტი ალინა კაბეევა.
შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს."