შვედეთის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდება დააანონსა

შვედეთი უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა.

შვედეთის მთავრობა მალე გამოაცხადებს დამატებითი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ანდერსონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აქვს გლობალური შედეგები, როგორიცაა, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისი, რაზეც რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას.