გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების დაძლევის მიზნით, თხევად გაზს კანადისგან იყიდის.
ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს ტორონტოში გერმანულ-კანადურ ბიზნეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„გერმანიის მიერ რუსულ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში, კანადა ჩვენი პარტნიორია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანადური LNG ამაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ციტირებს როიტერს შოლცს.
„კანადას აქვს ყველაფერი, რაც რუსეთს აქვს”, - თქვა შოლცმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არის დემოკრატია და საიმედო პარტნიორი.
კანადამ და გერმანიამ ასევე გააფორმეს შეთანხმება, ბერლინისთვის კანადური წყალბადის საწვავის მიწოდების შესახებ.