ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები წვრთნების - Pitch Black-ის მასპინძელია. ავსტრალიაში საფრანგეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების რაზმების ჩასვლის შემდეგ, სამეფო საჰაერო ძალები მზად არიან, 17 ქვეყნიდან, 100-მდე თვითმფრინავთან და დაახლოებით, 2500 პერსონალთან ერთად იმოქმედონ. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა ავრცელებს.
„მაღალი დონის წვრთნები და კომპლექსური ვარჯიშები, რომელსაც Pitch Black-ი გვთავაზობს, სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაა“, - განაცხადა ფრთის მეთაურმა ნოელ რისმა.
წვრთნებში 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი მონაწილეობს ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, კორეის რესპუბლიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან.
სწავლება ქუინსლენდში, 19 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ტარდება.