მოსკოვმა დაავალა ოფიციალურ პირებს, მოემზადონ იმ რაიონებში, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარებოდა, მათ შორის, ხარკოვში, ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკის ნაწილებში, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველი რეფერენდუმი შეიძლება, გამოცხადდეს ამ კვირის ბოლოს. აშშ და საერთაშორისო საზოგადოება არ განიხილავს არცერთ ასეთ „არჩევნებს“ ლეგიტიმურად“, - აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს 25 აგვისტოს გამართავს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.
კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.