საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს 2020 წლის ტურიზმის შემაჯამებელი სტატისტუკური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და 1,749,308 შეადგინა. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი საქართველოს პირველი ლოქდაუნის დაწესებამდე სტუმრობდა. შესაბამისად, საქართველომ გასულ წელს დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში რეგიონის ქვეყნებიდან იმყოფებოდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი სიის პირველ ათეულში ადგილს საერთოდ არ იკავებენ.
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა ვიზიტები:
1 თურქეთი - 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,0% ;
2 აზერბაიჯანი - 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,7% ;
3 სომხეთი - 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,9% ;
4 რუსეთი - 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელან -85,8% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,2% ;
6 უკრაინა - 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელან -79,6% ;
7 ისრაელი - 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,4% ;
8 ირანი - 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელან -88,0% ;
9 უზბეკეთი - 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელან -13,8% ;
10 ბელარუსი - 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელან -78,3% ;
11 ყაზახეთი - 13 779 ვიზიტორი, კლება წინა წელან -86,7% ;
12 პოლონეთი - 10 690 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,9% ;
13 გერმანია - 9 338 ვიზიტორი, კლება წინა წელან -89,5% ;
14 ინდოეთი - 8 364 ვიზიტორი, კლება წინა წელან -84,7% ;
15 აშშ - 7 400 ვიზიტორი, კლება წინა წელან -84,1%.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველომ ვიზიტორების 80.5% სახმელეთო საზღვრის გავლით მიიღო, საჰაერო ტრანსპორტით ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 95%-ით იკლო.