31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობაში განაცხადეს.
ბოლო ასეთი სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 22 მაისს გაიმართა. შემდეგ მხარეები საზღვრის დელიმიტაციის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
კომისიის პირველი სხდომა ორი ქვეყნის საზღვარზე 24 მაისს გაიმართა. დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა მოსკოვში 30 აგვისტოს გაიმართება.