ილჰამ ალიევი: სომხეთი რუსეთსა და ირანს აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რუსეთსა და ირანს დაუკავშირდება. ალიევმა განცხადება, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე მონაწილეობა , რუსეთის პრეზიდენტმა, აზრბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხრეთი პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

"სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება რუსეთსა და ირანს. ამასთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით გვექნება გასასვლელი თურქეთის ბაზარზე და თურქული და რუსული სარკინიგზო არტერიები შეერთდება",- განაცხადა ალიევმა.

მოსკოვში ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ განცხადებას. ამ განცხადების მიხედვით, საკითხზე იმუშავებენ სამუშაო ჯგუფები, რომელთაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ.

ვლადიმერ პუტინის თქმით,ყარაბაღის სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს.