WSJ: აშშ უკრაინაში „ოპერაციის“ მეთაურს ნიშნავს

უახლოეს კვირებში, აშშ გეგმავს, უკრაინის მხარდასაჭერად თავის სამხედრო მისიას ოფიციალური სტატუსი შესძინოს და დანიშნოს გენერალი, რომელიც წვრთნებს და აშშ-ის მიერ გაწეულ სხვა დახმარებას უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას ამერიკული The Wall street Journal-ი აქვეყნებს და წერს, რომ ახალი ნაბიჯი შტატების სამხედრო ძალისხმევას ოფიციალურად აღიარებს.

ამასთან, კონგრესს ექნება შესაძლებლობა გრძელვადიანი მიზნობრივი დაფინანსება გამოყოს. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს შტატების მიზანს, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით, $3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ დამტკიცებული ყველაზე მსხვილი ტრანშია.