იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი აამოქმედა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ანდრეი სიბიგამ იაპონიის ელჩთან კუნინორი მაცუდუსთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, ელჩთან ერთად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე უკრაინისა და იაპონიის ურთიერთქმედების საკუთხები გაეროს რეზოლუციის ფარგლებში.
„იაპონიის უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. პირველად ამ ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში, ისინი გვაწვდიან ძალიან საჭირო არალეტალურ სამხედრო დახმარებას ფრონტზე. ასევე მნიშვნელოვანია იაპონიის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დასწესებულ სანქციები. ტოკიომ უკვე შემოიღო სანქციების 13 ასეთი პაკეტი“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.