უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
- რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
- დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს
იაპონიის ხელისუფლებამ, რუსული ოქროს იმპორტზე, ემბარგო დააწესა. გარდა ამისა, იაპონურ კომპანიებს რუსული ბიზნესისთვის აღრიცხვის, აუდიტისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
- Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
- რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი
იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტზე კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა.
შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს."