ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა

ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა.

საბრძოლო თვითმფრინავები გერმანიის შეიერაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს შეუერთდა, რომლებიც თავის მხრივ, ბალტიისპირეთში NATO-ს გაძლიერებულ საჰაერო პატრულირების მისიას უჭერენ მხარს. ესპანური თვითმფრინავები მხარს უჭერენ გაძლიერებული თანამშრომლობის კონცეფციას - Plug-and-Fight, რომელიც გერმანიის საჰაერო ძალებმა სხვა ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად (იტალია, დიდი ბრიტანეთი) წამოიწყეს. 

სად განთავსდნენ Eurofighter-ები

ჰარიუმაა - მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნაპირზე.

რა არის Eurofighter Typhoon 

ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, ე.წ. „იხვის“ კონსტრუქციით აგებული, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მთავარი ფრთების ფორმა ბერძნულ დელტას მოგვაგონებს. შემუშავებულია და აგებული სამი კომპანიის  (EADS, Alenia Aeronautica და BAE Systems) მიერ.

მომზადებულია NATO-ს საჰაერო სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით