ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა.
ამასთან, პარლამენტის შემდეგ რატიფიკაციის პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა.
"ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს", - განაცხადა მედიასთან მილოშ ზემანის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.