უკრაინაში, ფრონტის ხაზთან მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მანამდე უკრაინის მთავრობამ, დონეცკის რაიონიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის შესახებ განაცხადა. ამ ტერიტორიაზე რუსეთის არმიასთან კონფრონტაცია არ წყდება. მოსახლეობა სახლებს რამდენიმე ხელბარგით ტოვებს. დონეცკის რაიონის მხცოვრებნი უსაფრთხო ადგილს ეძებენ.
პირველ რიგში ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს შემდეგ, ხერსონის, დონეცკის, ზაპაროჟიეს, ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 10 ათასი ბავშვი იყო.