თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ დააკავა.
დღეს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა.
როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, „ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, რომელმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა, ამჟამად დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება“.