სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29-ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა, ამის შესახებ Reuters წერს.
შაბათს, სლოვაკეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წევრი ქვეყნები ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს.
„სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრატისლავა მზადაა, უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს. არის პოლიტიკური ნება, რომ უკრაინას გაჭირვებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ნედმა.