ნიდერლანდებში, წვეულებაზე სატვირთო მანქანა შევარდა, არიან დაღუპულები

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ნიდერლანდების სამხრეთში, ქალაქ Nieuw Beijerland-ში, ქუჩის წვეულებაზე სატვირთო მანქანის შევარდნის შედეგად.

პოლიციამ, რომელიც არ ასახელებს დაღუპულთა კონკრეტულ მონაცემებს, განაცხადა, რომ იძიებს ინციდენტს, რომელიც დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. (1700 GMT),

ინციდენტი როტერდამიდან სამხრეთით, დაახლოებით 30 კმ-ში (19 მილი) მოხდა. სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და წვეულებაზე შევარდა“, - განუცხადა პოლიციის სპიკერმა.