ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს უკრაინის წინააღმდეგოს მხარდასაჭერად.

„ჩვენი მისიაა ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა იყოს -  ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობის. სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის გვერდით კრემლის აგრესიის დაწყებიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად. იმიტომ, რომ მეგობრებო, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება. მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება.

ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან მათი გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.