Ford Escort, რომელსაც პრინცესა დიანა თითქმის სამი წლის განმავლობაში მართავდა, ინგლისში, აუქციონზე 650,000 ფუნტად (დაახლოებით 764,000 აშშ დოლარი) გაიყიდა.
პრეტენდენტები მთელი მსოფლიოდან ცდილობდნენ მანქანის შეძენას.
Silverstone Auctions-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომისტორიული შავი Ford Escort RS Turbo, აუქციონზე გაიყიდებოდა.
„ჩვენ გავყიდეთ რამდენიმე ავტომობილი, მაგრამ ეს მანქანა ისტორიის, მდგომარეობისა და გარბენის თვალსაზრისით საუცხოაა“, - განაცხადა Silverstone Auctions Classic Car-ის სპეციალისტმა არველ რიჩარდსმა.