თურქეთში, ბურსას პროვინციაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ამასთან, დაღუპულთა შორისაა თავად ავტობუსის მძღოლიც.
როგორც ცნობილია, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.