ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია.
მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა ათი ადამიანი, ორი კი რეანიმაციაშია. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ.
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.