შვედეთმა უკრაინისთის $100 მილიონამდე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დააანონსა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის (94,4 მილიონი დოლარი) დახმარებას გაუწევს.

„თქვენ იცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე. ჩვენი ვალია და პატივია თქვენი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავრობა უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის ოდენობის ახალ დახმარებას გაუწევს“, - თქვა ანდერსონმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა პირველად მიიღებს 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება.

ანდერსონს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შედის სამხედრო დახმარების პაკეტში, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინისთვის მანამდე გაცემული დახმარების მსგავსი იქნება. უკრაინამ მანამდე, შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და განაღმვის აღჭურვილობა.

კიდევ 500 მილიონი შვედური კრონა უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. შვედეთი ასევე შეიძენს უკრაინულ მარცვლეულს, რათა მისცეს სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებს, რაც სტოკჰოლმის გათვლებით უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება.

ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.