ერაყის არმიის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც მომიტინგეებმა დედაქალაქ ბაღდადში ერთ-ერთი სამთავრობო შენობა დაიკავეს.
Ahram Online აღნიშნავს, რომ ერაყი გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის შექმნაზე უთანხმოების გამო პოლიტიკურ ჩიხშია.
შიიტი ლიდერის მუქთადა ალ-სადრის პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ კოალიცია ვერ შექმნა. ალ-სადრმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის სასახლეში და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.