უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება.
- მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს
„ოპერაცია ღამით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის პოზიციებიდან და ზურგიდან მასირებული სროლებით დაიწყო“, - განუცხადა წყარომ CNN-ს. მედია ინფორმაციის წყაროს ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს.
„შეტევა ძირითადად პრავდინოს მიმართულებით განხორციელდა. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანში ხერსონია“, - აღნიშნავს წყარო.