ბაიდენის ადმინისტრაცია საუბრობს, რა მიზნით გამოიყენებს რუსეთი ირანულ დრონებს

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, ტესტირებისას, ბევრმა უპილოტო თვითმფრინავმა, რომელიც რუსეთმა ირანისგან შეიძინა, მრავალჯერ აჩვენა წარუმატელობა, ამიტომ, აშშ-ისთვის გაუგებარია, როგორც შეცვლის ეს „ტრანსფერი“ თამაშის წესებს უკრაინაში.

ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა CNN-ს განუცხადეს, რომ რუსეთს ახლა აქვს ირანული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი სავარაუდოდ, ბრძოლის ველზე გამოიყენებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა თვითმფრინავები ირანის აეროდრომიდან ამ თვის დასაწყისში წაიღო და აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთში გადაიტანა.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა ტრენინგი ირანში გასული თვის ბოლოს დაიწყეს. ოფიციალური პირების თქმით, რუსი ოპერატორები ჯერ კიდევ სწავლობენ თვითმფრინავების გამოყენებას ირანის შიგნით და რუსეთი აპირებს ასობით მათგანის იმპორტს, რათა ის საჰაერო თავდასხმებისთვის, ელექტრონული ომისთვის და უკრაინის შიგნით მიზნებისთვის გამოიყენოს. 

CNN-ის ცნობით, რუსეთი ცდილობს, შეამსუბუქოს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) გავლენა, რომელიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს, თუმცა როგორც Washington Post-ი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება, რუსი სამხედროები დრონების გამოყენების პირველი გამოცდის დროს, უპილოტო თვითმფრინავის გაუმართაობას არაერთხელ წააწყდნენ. 

შეგახსენებთ, ირანმა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გაგზავნა.

ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Mohajer-6 და Shahed თვითმფრინავები 19 აგვისტოს გაიგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.