ჩინეთსა და ტაივანს შორის, არსებული დაძაბულობის ფონზე პირველი ინციდენტი მოხდა. ტაივანმა, ჩინურ დრონს ცეცხლი პირველად გაუხსნა.
ტაივანის ქალაქ ცზინმენის თავდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კუნძულ დადანის, ერდანისა და შიუს მიმართულებით ფრენა რამდენჯერმე განახორციელეს. გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ, დრონი ჩინეთის მიმართულებით გაფრინდა.
ამასთან, ცზინმენას თავდაცვის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დრონი კიდევ გამოჩნდა კუნძულ ერანთან, რის შემდეგაც ტაივანის სამხედროებმა სასიგნალო რაკეტით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
ერთი დღით ადრე, ცზინმენის თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ ჩამოაგდებს ყველა ჩინურ უპილოტო საჰაერო ხომალდს, რომელიც „არ გაითვალისწინებს გაფრთხილებებს“. დღეს მომხდარი ინციდენტი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს.
შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია.
გაეცანით Europetime-ის სტატიას