ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ოფიციალურმა პირმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ IAEA-ს დელეგაცია უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა იმყოფება.
„მისია რიგში დადგება ზაპოროჟიეს „რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილამდე მისასვლელად (ასე უწოდებენ რუსი სამხედროები მათ მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას)“, - ამბობს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ „დანიშნული“ ოფიციალური პირი.
უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.