უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ფარული მობილიზაცია გამოაცხადა

უკრაინის დაზვერვის დირექტორატმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში შემდგომი განლაგების მიზნით, რუსეთის ორი უდიდესი ქალაქის სამხედრო კომისარიატებმა სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევის შესახებ მითითებები მიიღეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


დღეს დილით BBC ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ იუწყებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ანექსირებულ ყირიმში ხანძრის შესახებ.

„დღეს დილა ბელგოროდში რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. იმ ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ნგრევა და მსხვერპლი არ არის", - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი.

გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ყირიმში, ჯანკოის უკან, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში ნავთობის საცავი იწვის.

ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.