ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ქალაქ ზაპოროჟიეში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში მდებარე ატომური ელექტროსადგურის (NPP) მოსანახულებლად ჩავიდა.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.
უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.