ესტონეთი მიზნად ისახავს, შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისთვის ქვეყანაში შესვლა რამდენიმე კვირის განმავლობაში და თუ ეს შესაძლებელია, იმოქმედოს თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა.
„ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა სწორედ დრო არის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები შედიან ესტონეთში“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბოლო ექვს თვეში ქვეყანაში 1.3 მილიონიან ესტონეთში რუსეთის 300 000 მოქალაქე შევიდა.
პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა.
ეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.