ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია.

ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა.